საქართველოს ჩემპიონატიდან ახალციხელმა მძლეოსნებმა 10 მედალი ჩამოიტანეს
4 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ამ შედეგით დაასრულეს ახალციხელმა მძლეოსნებმა ასპარეზობა საქართველოს ზამთრის ეროვნული ჩემპიონატზე.
ოქროს მედლები და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს მარი კაპანაძემ (ორი ოქრო), ქეთი იაკობაძემ და არსენ იშხანიანმა. ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლეს გიგლა ზილბერშტეინმა, დერენიკ არზუმანიანმა, არსენ იშხანიანმა და თამთა მჭედლიძემ. ამჯერად ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ ასია ჩურუხნიანი და ვლადიმერ შუშანიანი.
მძლეოსანთა ნაკრების მწვრთვნელი ზიგმუნდ ზილბერშტეინი გუნდით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ახალციხელი სპორტსმენები მომავალშიც ასეთი წარმატების მოპოვებას შეძლებენ.
„კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე 10 მედალი მოვიპოვეთ. ძალიან კარგად მოვემზადეთ, მაგრამ მეტიც შეგვეძლო. მაქსიმალურად შევეცდებით შემდეგ ჩემპიონატზე უკეთესი შედეგი ვაჩვენთ“, - ამბობს მწვრთვნელი ზიგმუნდ ზილბერშტეინი.
ჩემპიონატი 19 თებერვალს, თბილისში ჩატარდა. მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდები მონაწილეობდნენ.
ახალციხის მძლეოსანთა ნაკრები ახლა საქართველოს პირველობისთვის ემზადება, რომელიც 19- 20 მარტს გაიმართება.