ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში ტურნირი დაიწყო. ჩემპიონატის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ერთმანეთს აწყურისა და ურავლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ თემის სოფლებიდან, ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი იღებს. მოთამაშეთა ასაკი 16 წლიდან ზევით არის განსაზღვრული.
თამაშები წრიული სისტემით გაიმართება და ფინალში ორი ყველაზე ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება, რომლებიც მუნიციპალიტეტის პირველობისათვის იბრძოლებენ.
ფეხბურთში ტურნირი 29 ივნისს დაიწყო და სამ ივლისამდე გაგრძელდება. ყველა თამაშს აწყურის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
|