ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ახალციხის ფეხბურთის აკადემია „მესხეთი“ და ნინოწმინდის „ფარავანი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა „მესხეთის“ უპირატესობით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. აკადემიის მთავარი მწვრთნელის თქმით, ფეხბურთელებმა გამარჯვებისთვის თავი არ დაზოგეს და შედეგიც მიიღეს. გელა მაისურაძე ამბობს, რომ წარმატებისთვის მომავალიშიც მაქსიმუმს გააკეთებენ.
ახალციხის ფეხბურთის აკადემიას, საქართველოს პირველობის ფარგლებში, ერთი თამაში დარჩა, რომელსაც მცხეთის გუნდთან გამართავს. საბოლოო შედეგებით გადაწყდება, ითამაშებს თუ არა „მესხეთი“ მეორე ლიგაში, რომლის ფაგლებშიც თამაშები 2017 წლის მარტის თვეში დაიწყება.
|