ახალციხის საფეხბურთო კლუბმა „სამცხემ“ ვანის „სულორი“ 3:2 დაამარცხა
ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფარგლებში, საფეხბურთო მატჩი გაიმართა. შეხვედრაში ერთმანეთს ახალციხის გუნდი „სამცხე“ და მე-4-ე ლიგაში მყოფი „სულორი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი 3:2 ანგარიშით - ახალციხის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა. სამცხის ფეხბურთელის გელა ძამუნაშვილის თქმით, შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა, რაზეც ამინდმა იმოქმედა. მიუხედავად ამისა, მათ გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლეს.
ახალციხის საფეხბურთო კლუბი „სამცხე“ 26 მარტს გორის გუნდ „ლეგიონს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა გორში, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფარგლებში გაიმართება.