ახალციხელი სპორტსმენები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე. ბაქოში სამცხე–ჯავახეთიდან ოთხი მძლეოსანი გაემგზავრა. მათ მონაწილეობა გარბენში მიიღეს. საქართველოს მძლეოსანთა ნაკრებმა მე–8 ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, ახალციხელი სპორტსმენების ასპარეზობა, მწვრთნელმა წარმატებულად შეაფასა. ზიგმუნდ ზილბერშტეინის განმარტებით, ინდივიდუალური მაჩვენებლების მიხედვით, მესხი სპორტსმენების გამოსვლა მაღალი ქულებით შეფასდა, მე–8 ადგილი კი გუნდის რამდენიმე წევრის წარუმატებელმა ასპარეზობამ განაპირობა.
ევროპის ოლიმპიურ თამაშებს აზერბაიჯანის დედაქალაქი მასპინძლობს.
საქართველოდან მონაწილეობა 104–მა ათლეტმა მიიღო. მათ სპორტის 13 სახეობაში იასპარეზეს.
მწვრთნელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ სპორტსმენები ივლისის ბოლოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის სამზადისს დაიწყებენ, რათა მომდევნო წლის მსოფლიო ოლიმპიური შეჯიბრისათვის ლიცენზია მოიპოვონ. მსოფლიო ოლიმპიადა 2016 წელს ბრაზილიაში გაიმართება.
|