3 აპრილს „ტაო“ „ხვამლს“ დაუპირისპირდება
შაბათს, 3 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ თბილისის სარაგბო კლუბ „ხვამლს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათზე ასპინძის რაგბის ბაზაზე გაიმართება.
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ პირველი ლიგის ექვსეულში მეხუთე ადგილს იკავებს, რაც შეეხება თბილისის სარაგბო კლუბ „ხვამლს“ ექვსეულში მესამე ადგილზეა.
„ტაოს“ ჯამში 7 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან ორი მოგებით და ხუთი წაგებით დაასრულა, ხოლო „ხვამლს“ ოთხი მოგებით და სამი წაგებით დაასრულა.
„ბიჭები მაქსიმალურად ვარჯიშობენ და ემზადებიან თამაშისთვის, მოლოდინიც პოზიტიური გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ „ხვამლიც“ ძლიერი გუნდია ჩვენ სტადიონზე მოსაგებად გავალთ“, - აცხადებს „ტაოს“პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტს სარაგბო კლუბმა „ტაომ“ თელავში, „კავკასიონის რაგბის არენაზე“ თელავის სარაგბო კლუბი „ჭადარი“ ანგარიშით 42:28 დაამარცხა და „ერეკლე II” თასიც მოიპოვა.