სპორტი
დღის ცენტრებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართა
ვალეს, არლის, ეშტიის, ქუთაისისა და თბილისის დღის ცენტრებს შორის ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. ჩემპიონატი ქალაქ ვალეში დღეს, 19 ივნისს ჩატარდა და მასში საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა დღის ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ტურნირში გამარჯვება ნინოწმინდის სოფელ ეშტიის გუნდმა მოიპოვა. დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი – ეშტიის გუნდი;
II ადგილი – ქუთაისის გუნდი;
III ადგილი – თბილისის გუნდი
IV ადგილი – არლის გუნდი;
V ადგილი – ვალეს გუნდი.
ტურნირის ყველა მონაწილემ სამახსოვრო სიგელი და მედალი მიიღო. ასევე გადაეცათ გუნდების გერბები.
ტურნირი ვალეს კათოლიკური სამრევლოს მხარდაჭერით, „კარიტასის“ ვალეს დღის ცენტრმა გამართა.
გააზიარეთ :