ახალციხელმა მძლეოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალციხელი მძლეოსანი მინდია ენდელაძე კიდევ ერთი საპრიზო ადგილის მფლობელია. საქართველოს ჩემპიონმა ამჯერად ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზა და 200 მეტრ დისტანციაზე გარბენში ოქროს მედალი მოიპოვა. მან აღნიშნული მანძილი 21:30 წამში დაფარა.
ევროპის გუნდური ჩემპიონატი კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართა. მასში საქართველოდან 21 მძლეოსანი მონაწილეობდა.