სოფელ უდეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. მინის ფეხბურთში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდი დაუპირისპირდა.
უკვე მესამედ, ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირში გამარჯვება უდის ნომერ პირველ საჯარო სკოლას ხვდა წილად. მინიფეხბურთის ფინალში ერთმანეთს ამავე სოფლის პირველი და მეორე საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ. თამაშში, რომელიც დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამარჯვება დიდი უპირატესობით პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა. მესამე ადგილზე ენთლის გუნდი გავიდა, გრადამავალი თასი კი წელსაც უდის პირველ საჯარო სკოლაში დარჩა.
ღონისძიების დასასრულს სტადიონზე შეკრებილმა სტუმრებმა და სოფლის მაცხოვრებლებმა ტურნირის მიზანზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ ომში გმირულად დაღუპული ახალგაზრდების სახელები თითოეულ ქართველს უნდა ახსოვდეს.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის ტურნირი უკვე მეშვიდე წელია იმართება. მას ორგანიზებას გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა უწევს. გურამ ბალახაშვილის თქმით, ტურნირი კიდევ ერთ მიზანს ემსახურება. ჩემპიონატის საშუალებით, ახალგარზდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება ხდება.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის ტურნირში მონაწილეობას ლელოვნის, ენთლის, არლის, ბენარის, ბოლაჯურის, უდის პირველი და მეორ საჯარო სკოლის გუნდები იღებდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს თასები, სიგელები და მედლები გადაეცათ. ასევე, გამოვლინდნენ ნომინაციებში გამარჯვებულებიც. ჩემპიონატის ორგანიზატორი ტურნირის გამართვას მომავალ წელსაც გეგმავს.
|