ბორჯომელი გიორგი ტალახაძის ახალი რეკორდი
ბორჯომელმა გიორგი ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა. მან შეჯიბრში ნაკრებთან ერთად 120 ტონა 12 მეტრზე გაწია. შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარეობდა.
პირველ დღეს გამარჯვების მოპოვებას მონაწილეები ინდივიდუალურად ცდილობდნენ, მეორე დღეს კი გაერთიანებული ძალებით შეეცადნენ შედეგის გაუმჯობესებას.
გიორგი ტალახაძე ვარჯიშს ყოველდღიურად ისევ აგრძელებს და ახალი გამოწვევებისთვის ემზადება. მომდევნო შეჯიბრი აგვისტოში იგეგმება, სადაც ბორჯომელ სპორტსმენს იმედი აქვს, რომ უკეთეს შედეგს დადებს.
გიორგი ტალახაძე სპორტის ამ სახეობაში ოთხი წელია აქტიურად არის ჩართული. მას უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციაში მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია. წარმატებული სპორტსმენი საქათველოს ნაკრებში ვარჯიშობს და ქვეყნის სახელით ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადება.