ახალციხეში ქალთა შორის ფრენბურთის ტურნირში ფინალური შეხვედრა ჩატარდა. ბოლო თამაში მერიისა და მე–3 საჯარო სკოლის გუნდებს შორის შედგა, სადაც გამარჯვება მერიის გუნდმა, ანგარიშით 2:0 მოიპოვა.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების, ასევე მერიისა და გუბერნიის გუნდებმა მიიღეს.
ტურნირს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა გაუწია.
გამარჯვებულები ორგანიზატორისგან ახალციხის ციხეზე 26 მაისს თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან. საჩუქრად მათ მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული გუნდი 300 ლარს მიიღებს, ხოლო მეორე ადგილზე გასული – 200 ლარს.
ტურნირი ფრენბურთში 22 აპრილს დაიწყო.
როგორც მერიაში განმარტავენ მსგავსი სახის ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება.
|