ბაკურიანელი ესმერალდა გობოზოვა ტრამპლინიდან ხტომაში ჩემპიონატის გამარჯვებულია
ბაკურიანელი სპორტსმენი ესმერალდა გობოზოვა რუმინეთში გამართული შეჯიბრის ჩემპიონი გახდა. 65-მეტრიანი ტრამპლინიდიან თხილამურებით ხტომაში მან პირველი ადგილი დაიკავა.
უფროს ასაკობრივ კატეგორიაში, ვაჟებს შორის, მე-4 და მე-12 ადგილების მფლობელები გახდნენ მისი ძმები ალან და თემურ გობოზოვები. ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში, ორი სხვადასხვა სიგრძის და სირთულის ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართა.
35-მეტრიან ტრამპლინზე იასპარეზეს ბაკურიანელმა სოფია კოზანაშვილმა და თემურ გობოზოვმა. სოფიამ მე-9 ადგილი დაიკავა. თემური კი ვაჟებს შორის მე-11 ადგილზე გავიდა.
რუმინეთში გამართულ შეჯიბრში ხუთი ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, უკრაინა, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ბაკურიანელმა სპორტსმენებმა საწვრთნო შეკრება fis-ის ეგიდით გაიარეს.
borjomi.tv