სპორტი
ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები სტუმრობენ
საქართველო 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. 2023 წლამდე კი, ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული, ჩაატაროს სატესტო ღონისძიებები. ამის შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2022 წელს, ბაკურიანში ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სხვადასხვა დისციპლინებში გაიმართება: სლოუფ სთაილში, სნოუბორდსა და თხილამურებში, ასევე პარალელურ სნოუბორდში.

„საშეჯიბრო ტრასის ინსპექტირების მიზნით, ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIშ) დელეგატები, ინსპექციის საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის კომპანია Infront-ი და ღონისძიების საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები OnCourse და Schneestern-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ინსპექციაზე საორგანიზაციო მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიც არის: ინფრასტრუქტურა, შეჯიბრის სტარტისა და ფინიშის სივრცეების ორგანიზება და სხვა საკვანძო საკითხები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოები. ახლა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს. ასაშენებელი გვაქვს წყლის ხელოვნური რეზერვუარები. ვფიქრობ, რომ 2023 წელს საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს“, -განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ჭირაქაძემ.

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებმა მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს. დაგვრჩა ერთი სატესტო შეჯიბრი 2023 წლამდე, რომელიც უმნიშვნელოვანესია შემდეგ ნაბიჯზე გვეწყება სემინარები, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტს დაეხმარება ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებაში“- განაცხადა სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ.

„მიუხედავად მძიმე პანდემიური ვითარებისა, ბაკურიანში მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მუშაობით საუკეთესო შედეგს მივიღებთ და 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით ჩავატარებთ“ -განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საშეჯიბრო დირექტორმა, რობერტო მორესიმ.

საქართველომ 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
Facebook Twitter
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე 2 °C
img
ახალქალაქი -2 °C
img
ასპინძა 0 °C
img
ადიგენი 12 °C
img
ბორჯომი 2 °C
img
თბილისი 6 °C
img
აბასთუმანი 0 °C
img
ბაკურიანი -1 °C
img
ნინოწმინდა -2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5302
RUB
RUB
100
4.2381
TRY
TRY
1
0.2291
USD
USD
1
3.1210
AMD
AMD
1000
6.3427
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.