ახალციხეში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი დასრულდა. მინიფეხბურთში შეჯიბრი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი მეექვსე– მეშვიდე კლასებს შორის გაიმართა, მეორე ეტაპში კი მონაწილეობა მერვე–მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
პირველობა ორივე კატეგორიაში პირველი საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს. მეორე ადგილი აიღეს მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერვე–მეცხრე კლასებს შორის, ხოლო მეექვსე– მეშვიდე კლასებს შორის მესამე სკოლამ გაიმარჯვა.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის ფარგლებში გამოვლინდნენ ფავორიტი მოთამაშეებიც, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
როინ სუდაძის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად იმართება. მას ორგანიზებას ახალციხის სასპორტო სკოლა უწევს.
|