ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე კროსის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირში, ქვეყნის მაშტაბით ხუთი ქალაქის, 60–მდე სპროტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 6 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ.
„ახალციხის 2015 წლის საგაზაფხულო ღია პირველობა კროსში“ მონაწილეობა ახალციხის, ვანის, ბათუმის,ბორჯომის და თბილისის გუნდებმა მიიღეს. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები. ახალციხის სასპორტო სკოლამ სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.
„ახალციხის 2015 წლის საგაზაფხულო ღია პირველობა კროსში“ ყოველწლიურად აპრილის თვეში იმართება. ჩემპიონატს ორგანიზება ახალციხის სასპორტო სკოლამ გაუწია.
|