ახალციხის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ოლიმპიადა მხიარული სტარტების ფინალით დასრულდა. დახურვის ცერემონიას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრო. ლევან ყიფიანმა საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადასცა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ოლიმპიადა მხიარული სტარტების ფინალით დასრულდა. სპეციალურად ამ დღისათვის, ქალაქში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა. მან გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადასცა და აღნიშნა, რომ სასკოლო ოლიმპიადა ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს. ლევან ყიფიანის განმარტებით მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდებში ჯანსაღ ცხოვრებას პოპულარიზაციას გაუწევს და სპორტის სიყვარულს დანერგავს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს სპორტის და განათლების სამინისტროებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით მოეწყო. რეგიონებში ღონისძიებას ორგანიზება ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაუწია. სასკოლო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. აკაკი მაჭუტაძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდების წახალისება ამ კუთხით მომავალშიც მოხდება.
ახალციხეში სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში 21 სააჯრო სკოლა ჩაერთო, აქედან 1500 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო, მინი ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობასა და მხიარულ სტარტებში. სპორტის ყველა სახეობაში, საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდნენ. პირველადგილოსნები ზაფხულში, ანაკლიის მომავლის ბანაკში ერთმანეთს რესპუბლიკის პირველობისათვის დაუპირისპირდებიან. ოლიპიადის გამარჯვებულები კი 2016 წელს ძალებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსინჯავენ. მინი–ფეხბურთის ტირნირში გამარჯვებულები–ხორვატიაში, კალათბურთის–ესტონეთში, მაგიდის ჩოგბურთის–ისრაელში და გარბენში გამარჯვებულები უნგრეთში გაემგზავრებიან.
სასკოლო ოლიმპიადის საინფორმაციო მხარდამჭერი ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ იყო. გადამღები ჯგუფი მთელი კვირის განმავლობაში ტურნირებს აქტიურად აშუქებდა. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ახალციხის სასპორტო სკოლას, ტაეკვანდოს, ძიუდოს და ფეხბურთის სექციებისათის სპორტული ინვენტარი გადასცა.
|