დღეს ახალციხეში სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში მძლეოსნობაში ტურნირი მოეწყო. მასში ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 14 გუნდი ჩაერთო.
ფინალში ქალაქის პირველი, მეორე და ვალის მეორე საჯარო სკოლები გავიდნენ. საბოლოოდ გამარჯვება პირველ საჯარო სკოლას ხვდა წილად.
ტურნირის დასასრულს დაჯილოების ცერემონია გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ახალციხის მერის მოადგილის თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს და ჯანსაღ ცხოვრებას პოპულარიზაციას გაუწევს.
სასკოლო ოლიმპიადა ახალციხეში 30 მარტს დაიწყო. ტურნირი სპორტის 4 სახეობაში ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში მოეწყო და ფინალისტებიც გამოვლინდნენ.
23 აპრილს გაირკვევა მხიარულ სტარტებში გამარჯვებული გუნდი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში, სასკოლო ოლიმპიადას ორგანიზებას სპორტისა და განათლების სამინისტროები უწევენ.
|