ახალციხეში სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ელოდებიან. 23 აპრილს, 13:00 საათზე,
ლევან ყიფიანი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე
მხიარული სტარტების რეგიონულ ფინალს დაესწრება. უწყების პირველი
პირი ახალციხის სკოლებს შორის გამართული სპორტული შეჯიბრებების
გამარჯვებულებს დააჯილდოვებს.
დაჯილდოების შემდეგ, მინისტრი ახალციხის სპორტულ სკოლას ტაეკვონდოს, ძიუდოს და ფეხბურთის სექციებისათვის სპორტულ ინვენტარს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო ოლიმპიადა სპორტისა და განათლების სამინისტროების ორგანიზებით იმართება. მის ფარგლებში სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები ახალციხეში 30 მარტს დაიწყო.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია კომპანია „IDS ბორჯომი”.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2015-ის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხი” „ინფო 9″ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARBI).
|