ადიგენელმა მოჭიდავემ უკრაინის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა
16 წლის ადიგენელმა სპორტსმენმა ანრი ხოზრევანიძემ უკრაინის საერაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ 51 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა.
"მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო. ანრიმ ფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა" - ამბობს ახალგაზრდა სპორტსმენის მწვრთნელი მინდია შაინიძე.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში 21-23 იანვარს იასპარეზა. ნაკრებმა 10 წონით კატეგორიაში 6 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა.