სპორტი
ახალციხელი მძლეოსნები ზამთრის ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადებიან
18, 19 და 20 თებერვალს მძლეოსნობაში ზამთრის ღია ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას მძლეოსნები საქართველოს მასშტაბით მიიღებენ.
ათამდე სპორტსმენი ახალციხიდან ჩემპიონატისთვის შესაბამის სამზადისს გადის.
ახალციხის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის ზიგმუნდ ზილბერშტეინის თქმით, ჩემპიონატზე გუნდის წარმატებით ასპარეზობის იმედი აქვს და ფიქრობს რომ სპორტსმენები 20 თებერვალს საპრიზო ადგილებით დაბრუნდებიან.
სპორტული ღონისძიება თბილისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხელმა მძლეოსნებმა წინა ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვეს, აქედან 6 ოქრო და 4 ვერცხლი.
ასევე ნახეთ:
ახალციხის მძლეოსანთა ნაკრებმა საქართველოს ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვა
გააზიარეთ :