ბაკურიანი ევროპისა და მსოფლიო თასის ჩემპიონატებს უმასპინძლებს
ბაკურიანში 19-20 თებერვალს ევროპის თასის, 3-6 მარტს კი მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება.
სამთო კურორტს, მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის (ავსტრია, ავსტრალია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, პოლონეთი და ა.შ ), 200-მდე სპორტსმენი ეწვევა. მათ შორის პეკინის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი ბენჟამინ კარლი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას, ტურისტული ნაკადების გაზრდას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა, აშენდა საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.
მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში საქართველო მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილს დაიკავებს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.