სპორტი
ახალციხეში მოყვარულებს შორის ნარდის ტურნირი გაიმართა
ახალციხეში, 18 წლის ასაკის ზევით პირებს შორის ნარდის ტურნირი გაიმართა. მუნიციპალიტეტის პირველობისთვის ტურნირში მონაწილეობა 26-მა მოყვარულმა მოთამაშემ მიიღო.
ტურნირში პირველი ადგილი შოთა თაბუნიძემ დაიკავა, მეორე ადგილი ოგანეს კარახანიანმა მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე სტეფანე სოღომონიანი გავიდა.
ნარდის მოყვარულებს შორის ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლებისგან სიგელები და მედლები გადაეცათ. გამარჯვებულებმა მერიისგან ასევე მიიღეს ფულადი ჯილდოებიც.ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
გააზიარეთ :