სპორტი
9 წლის ბარბარე შონიამ ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ბორჯომელმა მოჭადრაკემ, ბარბარე შონიამ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. იგი 9 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობს. მასთან ერთად მონაწილეობს კიდევ 5 გოგონა საქართველოდან.
"ჩემპიონატის პირველ ტურში ექვსივემ გამარჯვება იზეიმა!
ბარბარე შონიამ, ბარბარე ჭიოკაძემ, ანასტასია ქუთათელაძემ, ანასტასია კირთაძემ, კესარია მგელაძემ და მარიამ ცეცხლაძემ უშანსოდ დაამარცხეს მეტოქეები" - ვკითხულობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩემპიონატი ჭაბუკთა და გოგონათა შორის, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე მიმდინარეობს და 7, 9, 11, 13, 15, და 17 წლის ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება.
ჩემპიონატში 23 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის 12 საქართველოს წარმომადგენელია.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ორწლიანი პანდემიური შესვენების შემდეგ, ჩემპიონატი "ცოცხალ" ჭადრაკში, ქართველი ბავშვებისთის პირველი საერთაშორისო ტურნირია.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :