სპორტი
ბორჯომელმა მოჭადრაკემ ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა
ბორჯომელმა მოჭადრაკემ, 9 წლის ბარბარე შონიამ, ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოდან ყველაზე პატარა მონაწილემ 9-დან 6 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ მესამე გუნდური ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე თურქეთის, ხოლო მეორეზე - ინგლისის ნაკრები გავიდა.
ევროპის სასკოლო ჩემპიონატმა სტარტი 20 აპრილს, საბერძნეთში აიღო და 6 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. ქართველი მოზარდები მხოლოდ 3 ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ყველა ქართველი სპორტსმენი დასკვნით ტურამდე იბრძოდა საპრიზო სამეულისთვის და ყველა მათგანი საუკეთესო ათეულში განთავსდა.
წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"
გააზიარეთ :