სამცხე-ჯავახეთში ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტის არჩევნები
გაიმართა. აღნიშნული თანამდებობა კვლავ გელა მაისურაძემ დაიკავა.
როგორც იგი ტელეკომპანია ,,მე-9 არხთან” აცხადებს, საარჩევნო პროცესში
სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ. ,,როცა კანდიდატთა
რეგისტრაცია გამოცხადდა, არჩევნებში მოანწილეობისათვის სურვილი
ჩემს გარდა, კიდევ ერთმა პიროვნებამ გამოთქვა, თუმცა მისი
დარეგისტრირება ვერ მოხერხდა, რადგან აუცილებელი დოკუმენტაცია
არასრულყოფილი იყო”– განმარტავს გელა მაისურაძე.
სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხმის უფლების მქონე 5-მა დელეგატმა აირჩია. პროცესს თვალს დედაქალაქიდან ჩამოსული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმოამდგენლები ადევნებდნენ.
აღნიშნულ თანამდებობაზე გელა მაისურაძე პირველად 2011 წელს დაინიშნა. ახალი არჩევნების შედეგად კი იგი რეგიონულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განავლობაში უხელმძღვანელებს.
|