28 თებერვალს ახალციხეში სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მასში მონაწილეობას ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი 8 იურიდიული სუბიექტი მიიღებს.
კანდიდატთა რეგისტრაცია რეგიონის ფეხბურთის ფედერაციამ 21 იანვარს გამოაცხადა. მსურველებს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა 19 თებერვლამდე შეეძლოთ. თუმცა, ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ გელა მაისურაძეა. იგი რეგიონის ფეხბურთის ფედერაციას 2011 წლის 20 ივნისიდან ხელმძღვანელობს.
28 მარტს გაიმართება, ასევე, სამცხე–ჯავახეთის ფუდსალის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. კანდიდატებს რეგისტრაცია 18 მარტამდე შეეძლებათ. ამ დრომდე აღნიშნული თანამდებობა დავით ინასარიძეს ეკავა. ახალ ხელმძღვანელს 12 იურიდიული სუბიექტი აირჩევს.
|