სპორტი
ადიგენელი ძიუდოსტები ჩემპიონატებიდან მედლებით დაბრუნდნენ
1 ოქრო და 5 ბრინჯაო - ადიგენელი ძიუდოისტი გოგონები ბათუმში გამართული ჩემპიონატიდან მედლებით დაბრუნდნენ. დამსახურებული მწვრთნელის ნანი კირკიტაძის სახელობის ტურნირი ძიუდოში გოგონათა შორის, 18-19 ივნისს ჩატარდა. მასში მონაწილეობას 160 სპორტსმენი იღებდა, მათ შორის, აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის გუნდები. ჩემპიონატში ჩართული იყვნენ ადიგენის სპორტსკოლის ძიუდოისტებიც.
ადიგენელი სპორტსმენებიდან ოქროს მედალი სოფო გიუნაშვილმა მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები მიიღეს: მარიამ თუმანიშვილმა, ალინა კაჭკაჭაშვილმა, მარიამ ჩილინგარაშვილმა, სალომე მერაბიშვილმა და სალომე მაისურაძემ.
პარალერულად მესტიაში, ქართული ძიუდოს ლეგენდის (ნესტორ ხერგიანის) ტურნირი ჩატარდა სადაც ადიგენის სპორტსკოლის ძიუდოსტმა იაგო ხარაიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ადიგენის სპორტსკოლის ძიუდოისტებს ნოდარ ანდღულაძე და თამარ ჩანტლაძე ავარჯიშებენ. მათი მწვრთნელობის პერიოდში სპორტსმენები მედლებით არაერთი ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ.
გააზიარეთ :