ახალციხელი მძლეოსნები ეროვნული ჩემპიონატიდან მედლებით დაბრუნდნენ
თბილისში გამართულ მძლეოსნობის ეროვნულ ჩემპიონატზე ახალციხელმა მძლეოსნებმა წარმატებით იასპარეზეს. სპორტსმენებმა ტურნირზე 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას საქართველოს რეგიონების გუნდები იღებდნენ.
ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ ახალციხელი მძლეოსნები:
მინდია ენდელაძე - 100მ, 200 მ. და 400 მ., დისტანციებზე რბენაში (სამი ოქროს მედალი);
გაიანე უსტიანი - 1500 მ. დისტანციაზე რბენაში;
ასია ჩარუხჩიანი - 3000 მ. დისტიანზე რბენაში.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს:
გაიანე უსტინმა - 800 მ. დისტანციაზე რბენაში;
ასია ჩარუხჩიანმა - 1500 მ. დისტანციაზე რბენაში;
ქეთი იაკობაძემ- 5000 მ. დისტანციაზე რბენაში.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
შალვა ლეკიშვილმა- 100 მ. დისტანციაზე რბენაში;
მარი კაპანაძემ- 3000 მ. დისტანციაზე რბენაში.
აგრეთვე, ამანათ რბენაში გაიანე უსტიანის, ასია ჩარუხჩიანის, ქეთი იაკობიძის და მარი კაპანაძის გუნდმა ერთი ბრინაჯოს მედალი მოიპოვა.
წყარო: ახალციხის მერია