ახალქალაქელმა ოთარ ერანოსიანმა ზედიზედ მე-12 ბრძოლა მოიგო
ახალქალაქელმა მოკრივემ ოთარ ერანოსიანმა მორიგი ბრძოლა მოიგო. მან ამჯერად გამოცდილი მექსიკელი სესარ ხუარესი დაამარცხა. ერანოსიანმა რინგზე მეტოქეს შანსი არ მისცა
ბრძოლა თბილისის დროით 10 სექტემბერს, ფლორიდის შტატის ქალაქ ფლენთ სიტიში გაიმართა. 8-რაუნდიანი ჩხუბის შემდეგ, პირველმა მსაჯმა ოთარის სასარგებლოდ 78:73 დაწერა, მეორე და მესამე რეფერიმ კი - 77:74.
სულ ცოტა ხნის წინ ახალქალაქელმა მოკრივემ, WBA ვერსიით, ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგის მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მიღწევა დამაჯერებელი მოგებით აღნიშნა. რეიტინგში ერანოსიანის წინ ჩემპიონი ექტორ ლუის გარსია, ლამონტ როუჩ ჯუნიორი და ჯონო ქეროლი არიან.
ოთარისთვის ეს პროფესიონალურ კრივში გამართული მე-12 ჩხუბი იყო და მან ყველა ბრძოლა მოიგო, ამ გამარჯვების შემდეგ კი სატიტულო ჩხუბს მხოლოდ ერთი ბრძოლის მოგება აშორებს. კრივში ამ დონის ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარს საქართველოდან დღემდე არცერთი სპორტსმენი ფლობდა.
"ევროპოპი"