,,შიტორიუ კარატე დო’’–ს ახალციხელი სპორტსმენები წარმატებით დაბრუნდნენ. ჩემპიონატი თბილისში ორ ოქტომბერს გაიმართა.
მასში მონაწილეობა 500–ზე მეტმა სპორტსმენმა საქართველოდან და ეგვიპტიდან მიიღო. ჩემპიონატი კარატეს ოლიმპიური სახეობად გამოცხადებას მიეძღვნა.
ახალციხიდან ტურნირში 15 დამწყები კარატისტი მონაწილეობდა. სპორტსმენებმა ქალაქს შვიდი მედალი მოუტანეს.
,,შიტორიუ კარატე დო’’–ს სამცხე–ჯავახეთის მთავარი ინსტრუქტორის თქმით, რაც უფრო მეტი ტურნირი ჩატარდება, მოსწავლეები მით მეტ გამოცდილებას მიიღებენ და პროფესიულად გაიზრდებიან.
მამუკა ზუმბაძემ კიდევ ერთი – ,,ზაზა ჩადუნელი“– ს სახელობის ღია ტურნირი დააანონსა, რომელშიც მონაწილეობას სპორტსმენები საქართველოს მაშტაბით მიიღებენ.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ბექა ზედგინიძე
|