ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა
18 დღის განმავლობაში ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში იყო - წლის მთავარი სპორტული მოვლენა, მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში მიმდინარეობდა, დასრულდა.
ტურნირი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
საქართველომ წარმატებით უმასპინძლა 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენს. ჩატარდა 30 ფინალი ზამთრის სპორტის შვიდ სახეობაში. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატებმა ჩატარებული ღონისძიება დადებითად შეაფასეს.
მსოფლიო ჩემპიონატი 6 მარტს ოფიციალურად დასრულდა. საქართველომ დროშა გადასცა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას - შვეიცარიას. 5 მარტს, ჩემპიონატის სოფელში, 25-იანების ტერიტორიაზე დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.