სპორტი
ახალციხის ტაეკვონ-დოს კლუბ “მამბა”-ს კიდევ ერთი გამარჯვება
ახალციხის ტაეკვონ-დოს კლუბ “მამბა”-ს წარმომადგენლებმა ნინა გონგაძემ და იასონ გელაშვილმა, ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილები დაიკავეს.
,,Iasoni Gelashvili ჩემი მოსწავლეა და დღეს პირველ ადგილზე ჩემთან ერთად იდგაა გესმით? ისეთი ამაყი ვარ როგორც არასდროს. ერთად იმდენი ვიშრომეთ რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით. წინ კიდევ იცით რამდენი გამარჯვება გაქვს? ჩემი მოსწავლის გამარჯვება ჩემი გამარჯვებაცაა.
სულ სხვა გრძნობაა. გილოცავ იასონ, შენ ამას იმსახურებდი. ვარჯიში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ტაეკვონ-დოს კლუბი "მამბა"-ში სტუდენტობისას დაიწყო და დღეს უკვე სომხეთის ჩემპიონია" - წერს ნინა გონგაძე.
ახალციხეში "ტაეკვონ-დოს" პირველი კლუბი 2022 წლის ნოემბერში დაფუძნდა. მისი ხელმძღვანელი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი და სპორტსმენი ნინო გონგაძეა.
გააზიარეთ :