ახალციხელმა ამირან გოგოლაძემ "OKTAGON MMA"-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ახალციხელმა ამირან გოგოლაძემ "OKTAGON MMA"-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში "OKTAGON MMA"-ს მიერ ორგანიზებულ ივენთზე მონაწილეობა ქართველმა მებრძოლმა ამირან გოგოლაძემ მიიღო და ინგლისელი ლაიამ ეტებარი დაამარცხა.
"OKTAGON MMA-ში და ეს მხოლოდ დასაწყისია! მხოლოდ 20% ვაჩვენე ბრძოლაში, მაგრამ ბედნიერი ვარ გამარჯვებით დაბრუნების გამო!
დიდი მადლობა O2 Arena-ზე შეკრებილ გულშემატკივარს! ასეთი ქომაგობა არსად მინახავს და ჩეხმა გულშემატკივარმა ძალიან შემაყვარა თავი!
საქართველო, დავბრუნდით საქმეში!!! მიყვარხართ ყველანი!!! " - წერს ამირანი სოციალურ ქსელში.
გოგოლაძეს შემდეგი ბრძოლა სექტემბერში აქვს დაგეგმილი. მოწინააღმდეგის ვინაობა კი ერთ თვეში გახდება ცნობილი.