სპორტი
ახალციხელმა მინდია ენდელაძემ შეჯიბრში ორი ოქროს მედალი მოიპოვა
ახალციხელმა მძლეოსანმა მინდია ენდელაძემ "Continental tour bronze"-ს შეჯიბრში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
ენდელაძე 100-200 მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობდა, სადაც პირადი რეკორდი დაამყარა და ორივე მანძილზე- 100 მეტრი 10,41 წამში, ხოლო 200 მეტრი 20,88 წამში დაფარა და ორივე მანძილზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ შეჯიბრში 15 ქვეყანა მონაწილეობდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი შედეგი ბოლოს 35-40 წლის წინ დაფიქსირდა. მინდია ენდელაძე პირადი რეკორდებით საქართველოს ისტორიაში მეორე ადამიანია ვინც ამ შედეგების ჩვენება შეძლო.
"ვემზადები შემდეგი სტარტისთვის ბალკანეთის ჩემპიონატისთვის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩემპიონატია, მაქსიმალურად ვეცდები კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევას და კიდევ ერთი მედლით დაბრუნებას.
მინდა რომ უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს და განსაკუთრებით ახალციხელებს, რომლებიც მილოცავენ, მხარში მიდგანან და მამხნევებენ, ეს ჩემთვის დიდი მხარდაჭერაა" - აღნიშნავს "მეცხრე არხთან" საუბრისას მინდია ენდელაძე.
შეგახსენებთ, რომ მან 11 ივნისს აზერბაიჯანში, მძლეოსნობაში გამართულ შეჯიბრშიც პირველი ადგილი დაიკავა.
გააზიარეთ :