სპორტი
ახალციხელმა სპორტსმენმა ამირან გოგოლაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა
ახალციხელმა სპორტსმენმა ამირან გოგოლაძემ პოლონელი ლუკაშ სივიეცი დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
"2/2 OKTAGON MMA-ში და საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა, ევროპის ცენტრში! ბრძოლა ნაადრევად მინდოდა დამესრულებინა, მაგრამ გამარჯვება გამარჯვებაა და ბედნიერი ვარ ზედიზედ მეორე გამარჯვებით! უღრმესი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს მხარდაჭერისათვის, თქვენი მხარდაჭერა უდიდეს ძალას მმატებს" - წერს სპორტსმენი ფეისბუქზე.
ამირან გოგოლაძემ "OKTAGON MMA"-ში პირველი გამარჯვება 21 მაისს მოიპოვა.
გააზიარეთ :