ადიგენელმა სპორტსმენმა "კადეტთა ევროპის თასის ჩემპიონატზე" მეორე ადგილი დაიკავა
ადიგენელმა ძიუდოისტმა მარიამ თუმანიშვილმა, ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე "კადეტთა ევროპის თასის ჩემპიონატზე" ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა.
სპორტსმენი 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და პირველ საშეჯიბრო დღეს, მეორე ადგილით დაასრულა შეჯიბრი.
მარიამი არაერთი ჯილდოს და ტიტულის მფლობელია.