ახალციხელმა სედრაკ კარაპეტიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალციხელმა სედრაკ კარაპეტიანმა (U19, კატეგორია - 260) ფინალში ლიეტუველი კრისტუპას კანცლაუსკასი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა. ინფორმაციას საქართველოს კუდოს ფედერაცია ავრცელებს.
სედრაკ კარაპეტიანი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.