სპორტი
ახალციხეში, ტაეკვონ-დოს კლუბში ფერადი ქამრების საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა
ახალციხეში, ტაეკვონ-დოს კლუბ "მამბაში" ფერადი ქამრების საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდა ფედერაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე გონგაძემ მიიღო.
ფერადი ქამრის გამოცდები აუცილებლად გასავლელი ეტაპია შავი ქამრის მოპოვებამდე.
ქამრების მოსაპოვებელი ეტაპები კი ასე გამოიყურება:
- 10-თეთრი ქამარი
- 9- ყვითელი ზოლი
- 8-ყვითელი ქამარი
- 7-მწვანე ზოლი
- 6- მწვანე ქამარი
- 5-ლურჯი ზოლი
- 4-ლურჯი ქამარი
- 3-წითელი ზოლი
- 2-წითელი ქამარი
- 1 -შავი ქამარი პირველი დანი
ყველა ქამარს აქვს აუცილებლად გასავლელი "ხიონგი", იგივე საჩვენებელი გამოსვლა.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ტაეკვონ-დოს" პირველი კლუბი ერთი წლის წინ დაფუძნდა და ამ დრომდე აქტიურად მონაწილეობს საქართველოში გამართულ სხვადასხვა შეჯიბრებებში.
გააზიარეთ :