სპორტი
ბაკურიანში ფრისტაილის მსოფლიო თასი ჩატარდება
ბაკურიანში, 22 და 23 დეკემბერს, კოხტას მთის ზედა ტრასაზე - კოხტა გორაზე, ფრისტაილის მსოფლიო თასი ჩატარდება მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში. ამის შესახებ ინფორმაციას "მთა ბაკურიანი" ავრცელებს.
25 დეკემბრიდან კოხტა გორა სრიალის ნებისმიერ მსურველს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნა.
10:00 საათიდან, სრიალის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ტრასებით:
დიდველზე:
- საბაგირო "ნოდო"
- ტრასა "დიდველი 2"
კოხტაზე:
- საბაგიროები: "კოხტა პლატო" და "კოხტა გორა"
- ტრასა: "კოხტა პლატო"
"მთა ბაკურიანის" ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ბაკურიანის სასრიალო არეალების ხელოვნური გათოვლიანება და ყველა ტრასა ეტაპობრივად გაიხსნება.
გააზიარეთ :