რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა, არის მსხვერპლი
რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ტიმურ ტკაჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა“, - აცხადებს კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის მეტროსადგურ „ლუკიანოვსკაიას“ შესასვლელი დაზიანდა.
უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 05:50 საათზე გამოცხადდა.