სპორტი
მე-13 ლეგიონი ახალციხეში 13 პრიზით დაბრუნდა
შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 160-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე, რომელიც 2-4 თებერვალს თბილისში გაიმართა, ახალციხის კლუბი ,,მე-13 ლეგიონი” 13 მებრძოლით იყო წარდგენილი.
ჩემპიონატი მე-13 ლეგიონისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. 13-ივე სპორტსმენი მშობლიურ ქალაქში საპრიზო ადგილებით დაბრუნდა. მათ ყულაბაში ამჯერად 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 6 ბრინჯაოს მედალია.
ახალციხეს ამჟამად სხვადასხვა წონით კატეგორიაში საქართველოს 3 ჩემპიონი ჰყავს, მათ შორის ნიკა ბოჟაძე ახალციხიდან, და ბიძაშვილები - ჰამო და რუდიკ ვირაბიანები სოფელ ჭაჭარაქიდან.
MMA_ს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსნები გახდნენ:
გევო გრიგორიანი, იოსებ ყულჯანიშვილი, როლანდ გობაძე და მირზა ღორჯომელაძე.
ბრინჯაოს მედალოსნები არიან:
პოღოს ვირაბიანი, მალხაზ ბერიძე, ელიზბარ ზედგინიძე, რობერტ ივანიძე, საბა ნებაძე და მურთაზ ვაშაყმაძე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ,,შარშანდელმა საქართველოს ჩემპიონმა - იოსებ ყულჯანიშვილმა, პირველობა თავის ბიძაშვილს - რუდიკ ვირაბიანს დაუთმო და ამჯერად თვითონ მეორე ადგილს დაჯერდა. იოსების ასეთი საქციელი მისაბაძი და სამაგალითოა" - აღნიშნავენ მე-13 ლეგიონში.
გააზიარეთ :