სპორტი
ახალციხელმა სამველ კაზარიანმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა
15 წლის სამველ კაზარიანი კიგბოქსში, ერევნის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მან სომხეთის დედაქალაქში, 56 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. ახალციხელი სპორტსმენი ერთადერთი მონაწილე იყო საქართველოდან. მის გარდა, ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 15-16 წლის ასაკის სპორტსმენები სომხეთიდან, ირანიდან და ყაზახეთიდან.
„დიდხანს ვვარჯიშობდი, კარგად მოვემზადე ამ ბრძოლისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო, რადგან ქამრისთვის იყო, დილიდან საღამომდე ვვარჯიშობდი“, - ამბობს სამველ კაზარიანი.
სპორტსმენი შემდეგი ბრძოლისთვის ემზადება, რომელიც მარტში ერევანში გაიმართება.
გააზიარეთ :