სპორტი
პირველად ისტორიაში, ბაკურიანში, თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
ევროპის ფრენბურთის კონფედერაცია ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატს თოვლის ფრენბურთში ბაკურიანში ატარებს. მასპინძლის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს კონკურენტი იტალია იყო, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც ბაკურიანზე გაკეთდა.
საქართველო ტურნირზე ორ-ორი გუნდით იასპარეზებს, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა კატეგორიებში და აღსანიშნავია ისიც, რომ მონაწილეები ასაკობრივი ნაკრების წარმომადგენლები არიან.
ტურნირი 1-იდან 3 მარტის ჩათვლით, სასტუმრო “კრისტალის” ტერიტორიაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და სომხეთის წარმომადგენლები.
თამაში ქვიშის ფრენბურთის ანალოგია და თითოეული გუნდი სამი მოთამაშისგან არის დაკომპლექტებული. თამაში ევროპის ფრენბურთის კონფედერაციამ 2015 წელს ოფიციალურ სპორტის სახეობად დაამატა.
ცნობისთვის, ზაფხულში 18 წლამდე ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატს ამბასადორი “კაჭრეთი” უმასპინძლებს.
bm.ge
გააზიარეთ :