სპორტი
ახალციხელი ამირან გოგოლაძე და ქართველი სპორტსმენები რუსულ კანონს ეხმაურებიან
,,ქართველი ხალხის ერთადერთი სახლი, ქართულ-ევროპული სახლია და ამაზე წინ ვერაფერი დადგება. გულდასაწყვეტია, თუ რაიმე ქართველი ხალხის ხმას და არჩევანს დაფარავს. ეს არჩევანი დიდი ხნის წინ ყველამ ერთად გავაკეთეთ" - ამირან გოგოლაძე.
,,თავისუფლების მოედანზე გავიზარდე და პირველ სკოლაში ვისწავლე 11 წელი. ბავშვობაში მიხაროდა მიტინგი ხდება ხვალ და სკოლაში აღარ მივდივართო. დღეს ვიღვიძებ და ეს ფოტო მხვდება. მოდი ყველა ერთ მხარეს ვიყოთ დღეს" - წერს UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე.
,,ხელისუფლება უნდა გაქართველდეს რადგან ქართველი ხალხი არასდროს გარუსდება, ჩვენ გავიმარჯვებთ რადგან ჩვენ ვიცით ფასი მომავლისა, თქვენ იცით ფასი მხოლოდ კეთილდღეობისა, ჩვენ ვართ ევროპა თქვენ კი საბჭოთა კავშირის გამოძახილი ხართ! სიმართლე გაიმარჯვებს ეს გარდაუვალია. არარუსულკანონს. ევროპისკენ - წერს MMA-ის ქართველი მებრძოლი, კოტე მაჩაბელი სოციალურ ქსელში.
,,მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი. საქართველო არის უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი" - მერაბ დვალიშვილი.
საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა ასევე გამოხატეს კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ, ვეტერანმა მორაგბემ გიორგი მაჩხანელმა, საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ყოფილმა და მოქმედმა მოთამაშეებმა: ზურიკო დავითაშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა, ირაკლი აზაროვმა, გიორგი ქვილითაიამ, გიორგი წიტაიშვილმა.
შთამბეჭდავი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გამოხმაურება, რომელშიც ციტირებულია ფეხბურთის ქომაგთა „ჰიმნად ქცეული“ სიმღერის ტექსტი.
გააზიარეთ :