საჩემპიონო ბრძოლა მოვიგეთ - ამირან გოგოლაძე ფინალური ბრძოლისთვის ემზადება
ამირან გოგოლაძემ Oktagon MMA-ზე გამართულ ორთაბრძოლაში ბრაზილიელი სილვა აპოლო დაამარცხა და საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ამირან გოგოლაძე შემდეგ ბრძოლას ფინალში, ქამრისთვის გამართავს. იგი ოქტაგონზე ჩეხ დავიდ კოზმასა და მოლდოველ იონ სურდუს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ფაქტის შესახებ ახალციხელმა მებრძოლმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში:
,,საჩემპიონო ბრძოლა მოვიპოვეთ და რაც მთავარია, მოვიგეთ!!!!!! უდიდესი მადლობა ყველას გულშემატკივრობისათვის! მიყვარხართ!"- აღნიშნავს ამირან გოგოლაძე.
სპორტსმენს მის კარიერაში ჯამში 20 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 17 აქვს მოგებული.