სპორტი
საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო, რომელმაც მძიმე ბრძოლაში, 3:1 გაიმარჯვა. დორტმუნდის „BVB არენა“ ბოლომდე შეივსო. გერმანიაში უამრავი ქართველი გულშემატკივარი ჩავიდა, თუმცა სტადიონზე გაცილებით მეტი იყო თურქი გულშემატკივარი.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, ჯაბა დვალი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
25-წუთზე მულდურის ეფექტური დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა – 1:0.
ორიოდე წუთში თურქებმა მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ არგენტინელმა მსაჯმა გოლი გააუქმა.
32-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე. ქოჩორაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მიქაუტაძემ იუველირის სიზუსტით დაარტყა და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
თურქეთმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და 65-ე წუთზე მეორე გოლიც გაიტანა, რომელიც არდა გიულერის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თამაშობს თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის. მერვედფინალში თამაშის შანსი აქვს ექვსი ჯგუფის ოთხ მესამე ადგილოსანს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 26 ივნისს კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიას დაუპირიპირდება.
გააზიარეთ :