ვინ არიან ძვირადღირებული ფეხბურთელები საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებში
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
„ბიზნესპრესნიუსმა“ მოიძია იმ ფეხბურთელების სია, თუ როგორია ევროპის ჩემპიონატზე მეორე მოწინააღმდეგე გუნდის, ჩეხეთის და ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ნაკრებების ღირებულება. ასევე, ვინ არიან ნაკრებების Top-5 ძვირად ღირებული ფეხბურთელები.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, ჩეხეთის ნაკრების ფასი კი 187.9 მლნ ევროა.
რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:
საქართველოს ნაკრები:
ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო
გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო
ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო
საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო
ჩეხეთის ნაკრები:
თომაშ სოუჩეკი - 30 მლნ ევრო
პატრიკ შიკი - 22 მლნ ევრო
ადამ ჰლოჟეკი - 12 მლნ ევრო
მარტინ ვიტიკი - 12 მლნ ევრო
ლადისლავ კრეიჩი - 10 მლნ ევრო.
ევრო 2024-მა გერმანიაში სტარტი 14 ივნისს აიღო და 14 ივლისს დასრულდება. ფინალი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა, სადაც 3:1 დამარცხდა. ხვალ, 22 ივნისს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიას.