საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოიპოვა
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩში ჩეხეთს დაუპირისპირდა. გუნდებმა პირველ და მეორე ტაიმში გოლები გაცვალეს და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველო და ჩეხეთი ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლი აქვს გატანილი. ბოლოს ეს უკრაინელმა ანდრეი შევჩენკომ 2012 წელს გააკეთა.
გიორგი მამარდაშვილს მატჩში 9 სეივი ჰქონდა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდია.
შეხვედრა ჩეხეთის დიდი უპირატესობით დაიწყო. ივან ჰაშეკის დავალებით მეტოქე ბურთის საჯარიმოში ჩაწორებას მაქსიმალურად ცდილობდა, ფლანგებიდან, კუთხურებიდან თუ აუტებიდან.
გიორგი მამარდაშვილის კართან შედეგად არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ამიტომაც იყო 30-ე წუთისთვის ჩვენი კარის მიმართულებით 13 დარტყმა და მამარდაშვილის 7 მოგერიება. ამიტომაც ჰქონდა პირველი ტაიმის შემდეგ მამარდას 9.9-ბალიანი შეფასება.
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.