საქართველომ პორტუგალიას პირველი გოლი გაუტანა
1:0 - საქართველოს ნაკრებმა პროტუგალიასთან თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა.
მატჩი გელზენკირხენში იმართება. ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია: კოშტა, დალო, დანილო, ა. სილვა, ინასიო, პალინია, ნეტო, ნევეში, ფელიქსი, კონსეისაო, რონალდო.