2:0 - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა.
მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
შეხვედრა გელზენკირხენში მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. მათ შორის სამცხე-ჯავახეთში.